REUTERS: კადაფის ერთ-ერთი ვაჟი, სავარაუდოდ, მოკლულია
არაოფიციალური მონაცემებით, ლიბიაში ნაპოვნი ორი მამაკაცის ცხედრიდან ერთ-ერთი კადაფის ვაჟია. Reuters-ის მონაცემებით, მოკლული ჰამის კადაფია, მაშინ როცა ტელეარხი Al Jazeera ამტკიცებს, რომ ცხედარი მუჰამედ კადაფის ეკუთვნის.
რაც შეეხება მეორე მოკლულს, დადგენილია, რომ ის ლიბიის დაზვერვის უფროსი, მუამორ კადაფის სიძე - აბდალა ალ-სენუსია და სწორედ მისი ცხედარია ნაპოვნი.
ადრე გავრცელდა ცნობა, რომ კადაფის მომხრეებმა მოახერხეს, გაეთავისუფლებინათ მუჰამედ კადაფი შინაპატიმრობიდან.
კადაფის კიდევ ორი ვაჟი - საადი და საიფ-ალ ისლამი ამბოხებულებს ჰყავთ დატყვევებული. მათ ამ დრომდე ვერ გადაუწყვეტიათ, დაკავებულები ჰააგას გადასცენ თუ თვითონვე, ლიბიაში გაასამართლონ.
ამ დრომდე ასევე უცნობია, სად იმყოფება თვითონ ჯამახირიის ლიდერი, მუამორ კადაფი.
კომენტარი