მორიგი აქცია გაზპრომის წინააღმდეგ
ნაციონალურმა მოძრაობამ გაზპრომის წინააღმდეგ, ყვითელი დროშებითა და ლურჯი ბუშტებით, საპროტესტო აქცია ჩაატარა.
"ამ აქციის მიზეზი გაცხადებულია. აქცია ემსახურება ერთ რამეს, რომ კალაძემ და ივანიშვილმა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყნის ვექტორის შეცვლა არის შეუძლებელი. ამბობენ, რომ აღარ ვაფორმებთ ხელშეკრულებას, რატომღა მართავთ აქციას?! ძალიან კარგი, თუ არ აფორმებენ. ეს ხდება იმიტომ, რომ მათ ნახონ ქართველი ხალხის რეაქცია", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
კომენტარი