მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ესტონეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
ევროპარლამენტის ესტონელი დეპუტატი ინდრეკ ტარანდი, რომელიც 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი მრჩეველად მუშაობდა ესტონეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელეს.
ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ამჟამად კი ევროპარლამენტის დეპუტატის კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატად ცენტრისტულმა პარტიამ დაასახელა.
ამგვარი გადაწყვეტილების მიღების ინიციატორი პარტიის თავმჯდომარე, ტალინის მერი ედგარ სავისაარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ინდრეკ ტარანდი ამ პარტიის წევრი არ არის.
კომენტარი