სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ ითხოვს ხატიაშვილი, ღარიბაშვილის კბილაშვილისა და ნაცვლიშვილის დაუყოვნებლივ გადადგომას?

ადვოკატთა ასოციაციის თამჯდომარე ზაზა ხატიაშვილი პრემიერ ივანიშვილს მოუწოდებს ერთი თვის ვადაში თანამდებობიდან გაათავისუფლოს შს-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და მისი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი.

მოთხოვნის მთავარ მიზეზად ხატიაშვილი ღარიბაშვილ ნაცვლიშვილის მიერ წამებაში მონაწილე პირების დაწინაურებას ასახელებს.

ხატიაშვილის ინფორმაციით, 2005 წლის 27 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში რევაზ დვალიშვილის წამებაში ეჭვმიტანილი პოლიციელები ღარიბაშვილმა დააწინაურა.

ზაზა ხატიაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან წარმოადგინა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2012 წლის 18 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება საქმეზე “დვალიშვილი საქართველოს წინაააღმდეგ”.

„ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ზაზა დვალიშვილის მიმართ დაირღვა კონვენციის მესამე მუხლი, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიციელებმა წყალტუბოს რაიონულ პოლიციაში 2005 წლის 28 დეკემბერს დვალიშვილი სასტიკად სცემეს.

ეს პოლიციელები იყვნენ ზვიად აფციაური, რევაზ ქობულია, მალხაზ მჟავია, ბადრი ხაჭუა და გამომძიებელი მერაბ ქორიძე.

სტარსბურგის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 2012 წლის დეკემბერში გამოიტანა, რაც ხელისუფლებას არ გაუსაჩივრებია და 2013 წლის მაისში კომპენსაცია გადაუხადა რევაზ დვალიშვილს 12 ათასი ევროს ოდენობით“,- აცხადებს ხატიაშვილი.

ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენციაზე ასევე წარმოადგინა შსს–დან მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რევაზ ქობულია, რომელიც დაზარალებულის თქმით, მონაწილეობდა მის წამებაში, პოლიციის უფროსად დაინიშნა.

ხატიაშვილის თქმით, კიდევ ერთი პოლიციელი, მალხაზ მჟავია, რომელიც წამებაში მონაწილეობდა, წყალტუბოს რაიონული პოლიციის ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსია.

ზაზა ხატიაშილი ირწმუნება, რომ პროკურატურას წამებაში მონაწილე პოლიციელებისთვის ბრალის არ წარუდგენია, მიუხეავად იმისა, რომ ამ საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და საჩივარი წამების საქმეზე თავად რევაზ დვალიშვილმა მთავარ პროკურატურაში 2013 წლის დასაწყისში შეიტანა.

რაც შეეხება შს სამინისტროს პოზიციას, როგორც უწყებაში „პრესა.ჯი“-ს უთხრეს, აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100