"მე ციხეში არ ვზივარ, მაგრამ რეალურად თავისუფალი არ ვარ და ვერც ვიქნები" - ნახეთ, რას წერს გუკა რჩეულიშვილი
გუკა რჩეულიშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, რომელიც ერთი წლის წინანდელ ფოტოებსა და მოგონებას უკავშირდება და რომელიც მასა და მის ოჯახს მოიცავს და არა მარტო მათ. დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ გუკას ფეისბუქ პოსტს:
"ეს მოგონება ამომიგდო დღეს FB, ერთი წლის წინ ყველა ერთდ ვიყავით, მაშინაც უამრავი პრობლემა გვქონა მაგრამ მაინც ვცდილობდით ღიმილით შეგვეხედა ამ გამოწვევებისთბის. მას შემდეგ უმძიმესმა ერთმა წელიწადმა გაიარა, მამაჩემი გარდაიცვალა, დედაჩემი და დეიდაჩემი დღემდე ციხეში არიან, სასამართლოები გრძელდება, მე კი გარეთ ვარ, მაგრამ რეალურად თავისუფალი არ ვარ და ვერც ვიქნები მანამ ჩემი ოჯახის წევრები ციხეში არიან და მანამ ყველა ვალდებულებას რომელიც ჩვენ კლიენტების მიმართ გაგვაჩნია არ დავასრულებთ. ერთი სიტყვით ცხოვრება ძალიან რთულია და ხშირად დაუნდობელი, სავსეა მოულოდნელობებით , რადიკალური ცვლილებებით და უსამართლო გამოწვევებით. ხშირად ბედისწეარა ისე მოულოდნელად და ისეთი სიმძლავრით დაგანარცხებს ადამიანს ძირს რომ ერთი მომენტი უკან ფეხზე წამოდგომა წარმოუდგენელიც კი გგონია, ბევრი ასეთ დროს წამოდგომის მცდელობასაც კი წყვეტს, ეგუება მარცხს და ცდილობს ძირს დაგდებული მაქსიმალურად კომფორთულად მოკალათდეს, ზოგი კი დამარცხებას არ ეგუება და პერმანენტულად წამოდგომას ცდილობს, მიუხედავად რამოდენიმე წარუმატებული მცდელობის ის მაინც შეუპოვრად აგრძელებს ბრძოლას და ადრე თუ გვიან მიზანს მაინც მიაღწევს, არ არსებობს პრობლემა რომლის მოგვარებაც შეუძლებელი იყოს , მთავარია ადამიანს ქონდეს "ნება" ფეხზე წამოდგომის და თუ ეს ''ნება" არსებოს მას არა მარტო ფეხზე წამოდგომა არამედ ფრენაც კი ძალუძს. ერთი სიტყვით, ყველაფერი ხდება ერთ დღეს ყოველივე ჩვენთაგანი შეიძლება გამოწვევის წინაშე დადგეს და ეს ყველაფერი შესაძლებელია ისეთ მომენტში მოხდეს რომ ჩვენს გვერდზე არავინ და არაფერი არ აღმოგვაჩნდეს რამაც ამ გამოწვევის გადალახვაში შესაძლებელია ხელი შეგიწყოს, ამ დროს მხოლოდ შინაგანი თავისულების და პირადი ნების ამარა რჩება ადამიანი და თუ ეს ორი თვისება მას ახასიათებს მაშინ დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია. ამიტომ ფარხმალის დაყრა არასდროს არ ღირს, ცხოვრება მშვენიერია და ყველაფერი კარგად იქნება! We shall never surender!! Inshallah!!"
კომენტარი