სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთი დღე, ორი გენიოსი და 364 წელი

მსოფლიო დონის 2 გენიოსი, მიქელანჯელო და მარკესი, ისინი სხვადასხვა ეპოქებსა და სფეროებში მოღვაწეობდნენ... დღეს 6 მარტს ორივე მათგანის დაბადების დღეა.

მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი ცნობილი როგორც მიქელანჯელო— იტალიური რენესანსის პერიოდის მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი.

მიქელანჯელო დაიბადა 1475 წლის 6 მარტს, ლუდოვიკო ლეონარდო ბუონაროტის ოჯახში ქალაქ კაპრეზში, ფლორენციის მახლობლად. მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო და სასტიკად ეწინააღმდეგებოდა შვილის არჩევანს, მიქელანჯელოს მამას არ სურდა, რომ საკუთარი შვილი მოქანდაკე ყოფილიყო. თუმცა ფლორენციის მმართველი, მედიჩების სახელგანთქმული ოჯახის ხელშეწყობით მიქელანჯელომ ხელოვნებაში უდიდეს წარმატებას მიაღწია.

მიქელანჯელოს შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილი ნამუშევრები გახლავთ:

დავითი — რენესანსული პერიოდის მიქელანჯელოს მარმარილოს ქანდაკება, რომელიც შეიქმნა 1501–1504 წლებში. მისი სიმაღლე შეადგენს 5,17 მეტრს. ქანდაკება გამოსახავს ბიბლიურ პერსონაჟს, ისრაელის მეორე მეფეს დავითს.

Michelangelo - Pietà ქანდაკება ფრანგმა კარდინალმა ჟან ბილერმა 1498 წლის 26 აგვისტოს შეუკვეთა საკუთარი საფლავისათვის. ჟან ბილერი საფრანგეთის წარმომადგენლად მოღვაწეობდა რომში.

მიქელანჯელოს გარდაცვალებიდან 364 წლის შემდეგ, ზუსტად მის დაბადების დღეზე, სამყაროს კიდევ ერთი გენიოსი გაბრიელ გარსია მარკესი მოევლინა.

მარკესი 1928წლის 6 მარტს ქალაქ არაკატაკაში დაიბადა. ბავშვობა ბებიასთან და ბაბუასთან გაატრა. მის შემოქმედებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონიეს: ერნესტ ჰემინგუეიმ, უილიამ ფოლკლერმა, ჯეიმს ჯოისმა და ვირჯინია ვულფმა.

1967 წელს დაიწერა რომანი “მარტოობის ასი წელიწადი” . პირველი გამოცემიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. პაბლო ნერუდა წერდა: “შესაძლოა ეს წიგნი ესპანურ ენაზე დაწერილი ყველაზე დიდი აღსარებაა “დონ კიხოტის” შემდეგ”. პერუელი მწერლის ვარგას ლიოსის სიტყვებით: “წიგნმა ლიტერატურული მიწისძვრა განაპირობა”. ამ რომანით გაბრიელ გარსია მარკესმა რომულო გალეგოს პრემია დაიმსახურა 1972 წელს. 1982 წელს კი მას ნობელის პრემია მიენიჭა ნაყოფიერი ლიტერატურული კარიერისათვის.

1999 წელს გაბოს ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს - ლიმფური სისხლძარღვების სიმსივნე, ანუ ლიმფომა. ამ მოვლენამ მწერლას მემუარების წერა დააწყებინა.2002 წელს გამოვიდა მემუარების პირველი ტომი სათაურით ‘’იცხოვრე, რათა მოყვე’’ მისი ბოლო ნამუშევარი ყველასთვის საყვარელი და ცნობილი ‘’ბოლო სიტყვა’’ მართლაც რომ განუმეორებელია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100