ქუთაისში კორონავირუსით 69 წლის კაცი გარდაიცვალა
ახალი კორონავირუსული ინფექციით „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში 69 წლის კაცი გარდაიცვალა.
პაციენტი კლინიკაში 11 ნოემბერს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დადასტურებული კორონავირუსით შეიყვანა.
პაციენტს კოვიდინფექციასთან ერთად, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა და ფილტვის შეშუპება აღენიშნებოდა.
„ექიმების მიერ გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკაში ამ დროისთვის 120-ზე მეტი კოვიდდადებითი პაციენტი გვყავს მოთავსებული. პოზიტიურია გამოჯანმრთელების დინამიკა. კლინიკიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა 15 დღის ჩვილი, რომელიც 4 დღის იყო, როდესაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა. ვმკურნალობთ 26 დღის ჩვილს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღესაც ველოდებით გამოჯანმრთელებული პაციენტების გაწერას. საერთო ჯამში 350-ზე მეტი გამოჯანმრთელებული გვყავს“ - ამის შესახებ „კლინიკა ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა მამია ყიფიანმა განაცხადა.
კომენტარი