თიბისი ბანკისა და Allen International-ის ერთობლივი პროექტი - თიბისი ბანკის ახალი კონცეფციის ფილიალები
თიბისი ბანკი მომხმარებლებს ახალი კონცეფციის ფილიალებში მოემსახურება.
ახალი კონცეფცია მომხმარებლების მიმართ მეტ გახსნილობას, ღიაობას გამოხატავს და მათთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას ცდილობს.
ორი ასეთი ფილიალი - დიდუბისა ( წერეთლის 117) და საბურთალოს (ვაჟა-ფშაველას 95) რაიონებში მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
პროექტს თიბისი ბანკი სტრატეგიული დიზაინის საერთაშორისო კომპანია Allen International-თან ერთად ახორციელებს. ეს არის მსოფლიოს წამყვანი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1992 წლიდან არსებობს და ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა: ING Bank, Santander, Raiffeisen, Lloyds, Virgin Media და სხვა.
თიბისი ბანკმა Allen International-თან ერთად, მსოფლიოში მომსახურების სფეროში არსებული უახლესი მიღწევები დანერგა.
ახალი კონცეფციის დიზანი და ინვენტარი სრულიად განსხვავებულია თიბისი ბანკის სხვა ფილიალების დიზაინისგან. აქ ყველა დეტალი წინასწარაა გათვლილი და ის მომხმარებლის ინტერესებზეა მაქსიმალურად მორგებული. ახალ გარემოში მომხმარებლისთვის ყველა სახის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბარიერი მოხსნილია და მისთვის მყუდრო და კომფორტული გარემოა შექმნილი.
განსხვავებული დიზანის გარდა, თანამედროვე კონცეფციის ფილიალები ფუნქციურ დატვირთვასაც იძენს და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ოფისები მომსახურებას უფრო მარტივს და ეფექტურს ხდის.
თიბისი ბანკის ფილიალების ახალ კონცეფციაზე მუშაობა დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონცეფცია ფილიალების შესწავლის, რამდენიმე კვლევის ჩატარებისა და ბანკის წარმომადგენლებთან ინტერვიუების შედეგად შეიქმნა.
ახალი კონცეფციის ფილიალებში კიდევ ერთი სიახლე იქნება. სპეციალურად ამ სივრცეებისთვის თიბისი ბანკმა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრები შეიძინა. ახალი ფილიალები სწორედ ამ ნამუშევრებით გაფორმდება. ამით თიბისი ბანკი ახალგაზრდა ხელოვანების მხარდაჭერას აგრძელებს.
უახლოეს მომავალში ახალი კონცეფციის ფილიალებს კიდევ ორი - ვარკეთილისა და ფოთის ფილიალები შეემატება. სამომავლოდ კი თიბისი ბანკის ყველა ახალი ფილიალის გახსნა და უკვე არსებული ფილიალების გადაკეთება ამავე კონცეფციის შესაბამისად იგეგმება.
კომენტარი