ყვარელში გვიან ღამით მომხდარ ავტოავარიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა
ყვარელის რაიონში წუხელ, ღამის 03:00 საათზე მომხდარ ავტოავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა და ამობრუნდა. ექვსივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც რადიო "ჰერეთს" ყვარლის რაიონის გამგებელმა ლევან გამსახურდიამ განუცხადა, შემთხვევა ქალაქთან ახლოს მოხდა. გარდაცვლილთაგან სამი ყვარელში მცხოვრები, ხოლო 3 სტუმრად მყოფი იყო.
რა გახდა ავტოავარიის მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდარზე ყვარელის პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო.
კომენტარი