„ჩრდილოეთ ოსეთში საქართველოს დელეგაცია საიდუმლოდ იმყოფება“
19 თებერვალს რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ ჩრდილოეთ ოსეთში საქართველოდან ჩამოვიდა ოთხკაციანი დელეგაცია, რომელთა შემადგენლობაშიც იყვნენ მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები. ვიზიტი თითქმის გასაიდუმლოებულ ვითარებაში მიმდინარეობს.
როგორც ვლადიკავკაზში ,,ეხო კავკაზას"" კორესპონდენტი აღნიშნავს, მან მოახერხა გაეგო, რომ ამ ვიზიტის ორგანიზატორი არის რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ჩრდილოეთ კავკასიაში, თუმცა ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება ცდილობს, დისტანცირება მოახდინოს ქართული დელეგაციისგან. ჩრდილოეთ ოსეთში დელეგაციის პროგრამა ჯერ მხოლოდ პროტოკოლური ღონისძიებებით შემოიფარგლება.
ზემო ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან საქართველოს ოთხკაციან დელეგაციას შეხვდნენ სამთავრობო ჩინოვნიკები ვლადიკავკაზიდან და სასწრაფოდ გადაიყვანეს ისინი დიდების ხეივანში.
საღამოს ქართული დელეგაციის დღის წესრიგში იყო ჩანიშნული შეხვედრა რესპუბლიკის მეთაურთან თეიმურაზ მამსუროვთან, მაგრამ დღის მეორე ნახევარში გახდა ცნობილი, რომ შეხვედრა არ შედგებოდა. ადმინისტრაციის თანამშრომლები და რესპუბლიკის მეთაურები აცხადებენ, რომ ისინი არ ფლობენ ინფორმაციას ასეთი შეხვედრის შესახებ.
"შეხვედრა ნამდვილად არ არის საჯარო, მე ვერ მოვახერხე გამერკვია სტუმრების ვინაობა", - აცხადებს ჩრდილოეთ ოსეთში ,,ეხო კავკაზას"" კორესპონდენტი და დასძენს, რომ არც ადგილობრივ ჟურნალიტებს ეუბნებიან არაფერს.
არაოფიციალური წყაროებიდან ცნობილია, რომ 20 თებერვალს, ქართულ დელეგაციას დაგეგმილი აქვს შეხვედრა ვლადიკავკაზის მე-19 ქართულ სკოლაში, ასევე სახელმწიფო უნივერისტეტში და ჰუმანიტარულ და სოციალური კვლევის ინსტიტუტში. გარდა ამისა, ისინი აპირებენ შეხვედრას რუსეთის ფედერაციის ამ რესპუბლიკის საზოგადოებასთან, რის შემდეგაც გაიმართება პრესკონფერენცია.
სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე თბილისიდან ჩასული მეცნიერები გეგმავენ ლექციის წაკითხვას თემაზე: ,,რა ხდება საქართველოში"". არ არის გამორიცხული, რომ ხვალ დლეგაციამ ვერ მოახერხოს პროგრამით გათვალისწინებული ყველა პუნქტის შესრულება, მაგალითად, ძალიან ბევრი ჩრდილოეთ ოსეთის ჟურნალისტი იმის გამო, რომ ყველა ინფორმაცია არის დახურული, არ აპირებენ გამოჩნდნენ პრესკონფერენციაზე. მით უფრო, საზოგადოებრივი ფონი ჩრდილოეთ ოსეთში კვლავ რჩება არასახარბიელო ქართველი სტუმრებისთვის.
დელეგაციის ვიზიტზე კომენტარი გააკეთეს საზოგადო მოღვაწეებმა, მოძრაობა ,,ერთიანი ოსეთის"" წარმომადგენლის ალიხან ხუგაევას აზრით, ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება იძულებულია მიიღოს მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში, ფედერალური ხელისუფლების ზეწოლის გამო.
საზოგადოებრივი მოძრაობა ,,დარიალის"" ლიდერი გაილბეკ სალბიევი თვლის, რომ მსგავსი ნაბიჯებით თბილისი ცდილობს, შეიტანოს განხეთქილება ოსებში.
ჩრდილოეთ ოსეთში ქართული დელეგაციის ჩასვლა მკაცრი კრიტიკის ქვეშ მოექცა. ე.წ. სამხრეთ ოსეთში პარლამენტის სპიკერი სტანისლავ კოჩიევი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა დიდად არ განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკისგან, მაგრამ არსებობს განსხვავებული აზრიც - ქართული დელეგაციის ჩამოსვლა "მშვიდობიანი კავკასიის" რედაქტორმა ანატოლი სიდაკოვმა შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ოსები და ქართველები ორი კავკასიელი ქრისტიანი ხალხია - "განწირულები" მეზობლობისთვის.
კომენტარი