სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერაბიშვილის ცრემლების მიზეზი - რა მისწერა პატარა დათუნამ მამას?

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილის ემოციური გამოსვლა მისი შვილის წერილმა განაპირობა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო მერაბიშვილი ავრცელებს. „ვანოს ადვოკატმა გადასცა პატარა დათუნას წერილი, ემოციაც სწორედ ამან გამოიწვია“,-წერს თაკო მერაბიშვილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასამართლოს დარბაზში იტირა ვანო მერაბიშვილს დარბაზში კითხვა ადვოკატმა ოთარ კახიძემ დაუსვა "ხომ არ გაქვთ დასამატებელი რაიმე საქმეების ირგვლივ?" ადვოკატის ამ კითხვაზე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სურდა ბოდიში მოეხადა მისი ოჯახის წევრებისათვის, რომლებიც ზეწოლას განიცდიან, სწორედ ამ დროს იტირა ვანო მერაბიშვილმა, სასამართლოს დარბაზში, რის შემდეგაც ადვოკატმა მოსამართლეს შესვენების გამოცხადება სთხოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100