სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბავშვი ორი გენიტალიით დაიბადა - ერთი სასქესო ორგანო ზურგზე აქვს

აზერბაიჯანში ახალშობილი ორი სასქესო ორგანოთი დაიბადა, რომელთაგან ერთ-ერთი ზურგზე აქვს. პატარას დაბადებამ ადგილობრივი მედიცინის წარმომადგენლების დიდი ინტერესი გამოიწვია. სხვადასხვა საავადმყოფოდან უამრავი ექიმი მოდიოდა, რათა საკუთარი თვალით ენახა ეს უიშვიათესი შემთხვევა.

ის ფაქტი, რომ ბავშვები ორი სასქესო ორგანოთი იბადებიან, იშვიათი, მაგრამ არც თუ ისე საკვირველი მოვლენაა, თუმცა მეორე სასქესო ორგანოს უჩვეულო ადგილზე ქონა უპრეცედენტო შემთხვევად ჩათვალეს აზერბაიჯანელმა ექიმებმა ქვეყნის სამედიცინო ისტორიაში.

აღსანიშნავია, რომ დაბადებამდე ულტრაბგერითმა გამოკვლევამ პათოლოგია ვერ დაინახა. დიდი გამოკვლევის შემდეგ ექიმები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ მეორე სასქესო ორგანო ეკუთვნოდა ტყუპ ძმას, რომელმაც ჩასახვის შემდეგ განვითარება ვერ შეძლო, თუმცა გარკვეული ორგანო განვითარებულ ნაყოფს შეესისხლხორცა.

ამ დასკვნამდე მისვლის შემდეგ პატარას მალევე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია, რომლის დროსაც ზედმეტი გენიტალია მოაშორეს და ახლა ის სრულფასოვანი ბავშვია, რომლის განვითარებასაც ვეღარაფერი შეუშლის ხელს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100