სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა დაასრულა, - განათლებისა და მეცნიერების სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართა.

დოკუმენტი ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს ასახავს და განათლების სხვადასხვა დონესა და მეცნიერების ნაწილს შეეხება.

ეკონომიკურმა საბჭომ ასევე მოიწონა განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის მიერ წარდგენილი დეტალური სტრატეგიის პროექტის ძირითადი მიმართულებები. სამინისტრო უახლოეს მომავალში პროექტის საჯარო განხილვებს დაიწყებს, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება. პროცესში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვებიან.

სტრატეგიის საბოლოო ვერსია დასამტკიცებლად მთავრობას წარედგინება, რის შემდეგაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება დაიწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100