ღარიბაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან
საქართველოსა და ქართული კულტურის მსოფლიოში პოპულარიზაციის საქმეში 10 ახალგაზრდა ერთვება, - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.
საზღვარგარეთ
მცხოვრებ
თანამემამულეებთან
ურთიერთობის
განვითარება
და ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი
ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ, - საუბრის მთავარი თემები იყო.
კონკურსის შედეგების თანახმად, ერთწლიანი მანდატით საქართველოს წარმომადგენლები გახდნენ - ამერიკის შეერთებული შტატებში - იოსებ ჟორჟოლიანი; ავსტრიაში - სალომე სალაძე; გერმანიაში - მიხეილ სარჯველაძე; დიდ ბრიტანეთში - გიორგი ლომიძე; თურქეთში - თეონა ვარშალომიძე; ლიტვაში - სანდრო ვეკუა; პოლონეთში - ქეთევან ფრანგულაიშვილი; საფრანგეთში - ლია ჭიპაშვილი; უკრაინაში - მიხეილ გეგეჭკორი, ხოლო ჩეხეთში - ლაშა ნავერიანი.
ისინი, წინასწარ შედგენილი სამოქმედო გეგმისა და საკუთარი ინიციატივების საფუძველზე, საქართველოს პოპულარიზაციიის მიზნით, განახორციელებენ კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ თუ საგანმანათლებლო პროექტებს, რომლებშიც უცხოელი და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას.
კომენტარი