Samsung-მა უარყო Nokia-ს შეძენასთან დაკავშირებული ხმები
კომპანი Samsung-მა უარყო Nokia-ს შეძენასთან დაკავშირებული ხმები. შეგახსენებთ, რომ ეს თემა გასული კვირის ბოლოსთვის საზოგადო განხილვის საგნად იქცა.
„ეს ინფორმაცია სრულებით მოკლებულია რეალობას, მასში ერთი წვეთი სიმართლეც კი არ არსებობს“, - აღნიშნავენ Samsung-ის წარმომადგენლები.
გასულ პარასკევს, მას შემდეგ რაც ეს დეზინფორმაცია გავრცელდა, Nokia-ს აქციების ფასმა 6 პროცენტით მოიმატა, დღეს კი, აღნიშნული ფაქტის უარყოფის შემდეგ, აქციების ღირებულების ორი პროცენტით კლება დაფიქსირდა.
კომენტარი