სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მთავარის კორესპონდენტებს უკან დასდევენ, ჩუმად უსმენენ...ან პროდიუსერებს თავმოყვარეობა არ გაქვთ, ან ჟურნალისტებს, მოპარული თემით ვერ გაიზრდებით"- ნოდარ მელაძე

"მთავარის კორესპოდენტებს უკან დასდევენ, ჩუმად უსმენენ ვის და რა თემაზე წერენ და შემდეგ თემას იპარავენ" - აი, რას წერს ამის შესახებ "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე:

"გოგაშვილი დაკითხეს აგვისტოს ბოლოს, ამდენი ხანია ვცდილობთ მის ჩაწერას და უარეზეა. გუშინ გადავწყვიტეთ გავაკეთოთ ფაქტი, მისი ინტერვიუს გარეშე. დაიწყო მაკა ჩიხლაძე თემაზე მუშაობა და მტკიცებულებების მოპოვება.

აი შემდეგ რა მოხდა...

მთავარის კორესპოდენტებს უკან დასდევენ, ჩუმად უსმენენ ვის და რა თემაზე წერენ და შემდეგ თემას იპარავენ.

ან პროდიუსერებს თავმოყვარეობა არ გაქვთ, ან ჟურნალისტებს, კაცმა რომ გკითხოთ ამ ქვეყნის მთავარი ნიუსმეიკერები ხართ. სხვისი მოპარული თემით ვერც თქვენ გაიზრდებით, თორე ჩვენ რა.. ვქმნით დღის წესრიგს რომელსაც თქვენ დასდევთ..."- წერს ნოდარ მელაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100