სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორია კოვიდ19-ით ინფიცირებული ყველაზე პატარა პაციენტების მდგომარეობა?

ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ კოვიდ19-ით ინფიცირებული ყველაზე პატარა პაციენტები. ექიმების ინფორმაციით, ერთ-ერთ მათგანს ფილტვების ანთება აქვს, თუმცა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სულ საავადმყოფოში 14 ადამიანია მოთავსებული , აქედან 5-ს ვირუსი დადასტურებული აქვს. ექიმები სამის მდგომარეობა საყურადღებოდ თვლიან.

"ველოდებით 5 პაციენტის პასუხს და დამატებით კიდევ უნდა მოხდეს 1 პაციენტის ბიოლოგიური სინჯის აღება.

2 ბავშვი არის დადასტურებული COVID-19-ით, ერთ მათგანს პნევმონია აღენიშნება," - ამბობს ექიმი-ინფექციონისტი მეგი კობახიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100