სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

GREENBERG QOINLAN ROSNER-ის კვლევის მიხედვით, პარტიებში „ნაციონალები“ ლიდერობენ

საერთაშორისო კვლევითმა ორგანიზაციამ GREENBERG QOINLAN ROSNER 1 200 მოქალაქე საქართველოში პირისპირ გამოჰკითხა. კვლევამ მოიცვა პერიოდი 2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის იანვრის ჩათვლით. გამოკითხვა ნაცმოძრაობის დაკვეთით ჩატარდა და კვლევის ცდომილება 2–3% შეადგენს.

საბოლოოდ, კვლევის შედეგების მიხედვით:

გაზრდილია არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა – ეს მაჩვენებელი კვლევის დასაწყისში 66% იყო, 2012 წლის იანვარში კი 79% შეადგენს.

ოპოზიციურად განწყობილთა რაოდენობა ორი პროცენტით შემცირდა: დასაწყისში 35%; დასასრულს კი 33%.

პარტიული რეიტინგი ასე გამოიყურება:

ნაციონალური მოძრაობა – 65%;

ქართული ოცნება – 25%;

ქრისტიან–დემოკრატები – 4%;

ლეიბორისტული პარტია, თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები – 1%.

დანარჩენი პარტიების რეიტინგი ერთ პროცენტს ვერ აღწევს.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ აღებული კურსისადმი მხარდაჭერა. პასუხების მიხედვით:

სააკაშვილის კურსი უნდა გაგრძელდეს – 68%

სააკაშვილის კურსი არ უნდა გაგრძელდეს – 27%.

სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის საქმიანობა ფასდება

დადებითად – 79%;

უარყოფითად – 18%.

კვლევა სხვა საკითხებსაც შეეხო. კერძოდ, საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს წინაშე დგას:

რუსეთი საქართველოსთვის რეალური საფრთხეა – 63%;

რუსეთი საქართველოსთვის საფრთხე არ არის – 14%.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100