სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომ გადავრჩე თქვენი დახმარება მჭირდება!

გარიკ უზუნიანი ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია. იგი მძძიმე ავადმყოფობის გამო საწოლსაა მიჯაჭვული და საშინელი ტკივილებით იტანჯება.

გარიკა თბილისის მკვიდრია, მთელი ცხოვრება ავლაბარში გაატარა. ელექტრიკოსად მუშაობდა და ოჯახს უზრუნველყოფდა. მაგრამ ერთმა საღამომ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. სამსახურიდან გვიან ბრუნდებოდა, ხმა შემოესმა, ვიღაცა დახმარებას ითხოვდა... გარიკამ ნახა, რომ რამდენიმე ადამიანი, ახალგაზრდა მამაკაცს ურტყამდა. გასაშველებლად რომ მივიდა, მას თავში რაღაც მძიმე ჩაარტყეს.

ამ შემთხვევის შემდეგ გარიკას ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო. მისი მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. ექიმებმა ჰიპოფიზის ადენომის დიაგნოზი დაუსვეს. გარიკამ ავადმყოფობის პერიოდში წონაში მოიმატა და თავის საშინელი ტკივილები დაეწყო, ახლა კი საწოლიდან საერთოდ ვერ დგება. მუდმივად წოლის გამო მას ნაწოლები გაუჩნდა რომლებიც არაადამიანურ ტკივილს ანიჭებს. გარიკა ამის გამო ძალიან იტანჯება და ზოგჯერ ცრემლებს ვერ იკავებს.

მისი ტანჯვა იმითაც მძიმდება, რომ ის სრულიად მარტოა. წყლის მიმწოდებელიც არავინ ჰყავს და საბნის გასასწორებლადაც სხვისი დახმარება სჭირდება... რამოდენიმე ხნის წინ, იტალიურ ეზოში, სადაც ის ცხოვრობს, საშინელი ხანძარი მოხდა. ცეცხლმა ფანჯრებში შუშები ჩაამტვრია, ახლა მის ოთახში ისევე უბერავს ქარი, როგორც გარეთ და სახურავიდან წვიმა ჩამოდის... ხოლო გარიკა, რომელიც ადრე ყველას ეხმარებოდა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში, ვერაფერს აკეთებს, რომ თავისი უმძიმესი მდგომარეობა გამოასწოროს.

თუ თქვენ კეთილი ადამიანი ბრძანდებით და სხვისი გასაჭირის გაზიარება შეგიძლიათ, ალბათ მიხვდებით, როგორ გამოუვალ მდგომარეობაში უწევს ცხოვრება გარიკ უზუნიანს. ჩვენი ფონდის თანამშრომლები მას ეხმარებიან პირადი ჰიგიენის მოწესრიგებასი, უმუშავებენ ნაწოლებს, მოაქვთ მისთვის პროდუქტები და მედიკამენტები.

დიახ, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, მაგრამ ამ უსუსურ ადამიანს თქვენი თანადგომაც სჭირდება. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ მისი მძიმე ცხოვრება შევამსუბუქოთ.

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ გარიკ უზუნიანს, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ჩვენი ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გარიკ უზუნიანი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/136/

გთხოვთ დაეხმაროთ ამ მარტოხელა ადამიანს, მას არავის იმედი არ აქვს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100