სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა არის დეჟავუ და რატომ გვემართება ის?

დეჟა ვუ გარკვეული ფსიქოლოგიურ მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს ეუფლება შეგრძნება რომ გარკვეული სიტუაცია უკვე იყო და ახლა მეორდება. დარწმუნებულია, ეს ფაქტი არასოდეს მომხდარა, შეგრძნება წარსულში კონკრეტული მომენატის ხილვისა მაინც არ ტოვებს. როგორც წესი ადამიaნი ასეთ მომენტში გაურკვევლობაში ვარდება, აანალიზებს რომ ეს არის არარეალური თუმცა დაჯერება მაინც უჭირს რადგან დეტალური სიზუსტით იცის რა მოხდება შემდგომ რამოდენიმე წამში.

ზოგიერთის აზრით ეს პარანორმალური უნარია და არაფერთან არ არის კავშირში. ზოგი კი თვლის რომ უბრალოდ მარტივი მომენტი ‘’უკვე მოვისმინე’’და ‘’უკვე გამოცდილი’’ ს ფაქტორი უფროა ვიდრე რაიმე პარანორმალური ფაქტორისა.

დეჟა ვუ” ფრანგული სიტყვებია და ქართულად ნიშნავს: “უკვე ვნახე” ეს ტერმინი პირველად ფსიქოლოგმა ემილ ბურაკოვმა გამოიყენა საავტორო წიგნში მომავლის ფსიქოლოგია.

არის შემთხვევები, როდესაც დეჟა - ვუ იმდენად ძლიერ ემოციებს იწვევს, რომ რამოდენიმე წელი ადამიანის გონება შოკურ ვითარებაში დატოვოს. რაც შემდეგნაირად აიხსნება რელობა იმდენად ბუნდოვანია რომ ადამიანს არ შეუძლია კონცენტრირება. გამოკვლევებმა აჩვენა რომ, დეჟა ვუს ფენომენი - ძალიან გავრცელებულია. ადამიანთა 97% ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია ეს ამოუხსნელი გრძნობა. ფსიქიატრები ირწმუნებიან რომ დეჟა ვუს ხშირი განცდა იწვევს ადამიანის ფსიქიკურ გაუწონასწორებლობას.

ერთადერთი რაშიც მკვლევარები ერთხმად თანხმდებიან არის ის რომ დეჟა ვუ გამოწვეულია ტვინში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებით რომელთა პასუხისმგებელიცაა აღქმისა დე მეხსიერების უჯრედები. კონკრეტულ მიზეზებად კი სპეციალისტები ასახელებენ შემდეგ ვერსიებს.

ფსიქოლოგთა ერთი ნაწილის აზრით დეჟა ვუ ‘’მოგონებებია აწმყოზე’’. ამ მომენტში ადამიანი რეალობას ცხადად აღიქვამს, უბრალოდ გარკვეულწილად გონებრივად გადააქვს წარსულში.

დეჟა ვუს გამომწვევი მიზეზი შესაძლოა სიზმრებიც იყოს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები როდესაც რეალურად ხდება ფაქტი, რაზეც მას უფიქრია, გონებას კი ეს სიტუაცია ასე ვთქვათ კადრებად აუწყია, ფსიქიკა ამ დროს ვერ იღდგენს წარსულს და ვარდება გაურკვევლობასა და ემოციაში რაც დეჟ ვუს თანმომყოლია.

აღსანიშნავია, რომ არსებობს საპირისპირო ემოციაც, რომელსაც ჟამე-ვუ უწოდეს ფსიქოლოგებმა. ჟამე-ვუს დროს ადამიანის ეუფლება უცნაური განცდა, მაგალითად: მისთვის ჩვეულ, ნაცნობ ადგილას იგი თავს უცხოდ გრძნობს და ფიქრობს რომ თითქოსდა პირველად იყოს ამ კონკრეტულ სიტუაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100