სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მერამდენედ წააგო ოცნებამ ნაციონალებთან"

ჟურნალისტი ია ანთაძე თბილისის .ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მერამდენედ წააგო ოცნებამ ნაციონალებთან ტაქტიკურ განზომილებაში? ამჯერად, თსუ რექტორის საკითხი ვერ გათვალეს და ტყუილად შეირცხვინეს თავი. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ როცა არ იცი, როგორ მოიქცე, უნდა მოიქცე სწორად", - აცხადებს ია ანთაძე.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე კვიტაშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და ის რექტორის მოვალეობას 16 აგვისტომდე შეასრულებს, მანამ სანამ რექტორის არჩევნები გაიმართება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100