სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

13 მაგიური მცენარე

სკოტ კანინგემი თავის წიგნში „სიმართლე ბალახების მაგიის შესახებ“ საუბრობს 13 მცენარეზე, რომელიც აუცილებლად უნდა ქონდეს ყველას, ვინც ბალახების და მცენარეების მაგიით არის დაინტერესებეული და მოჰყავს მათი მოკლე დახასიათება:

რეჰანი (BASIL, БАЗИЛИК) - ინდოეთის ნაციონალური მცენარე. გამოიყენება სიყვარულის, ბედნიერების და მშვიდობის მოსაზიდად. თუ ამ მცენარეს ატარებთ ჯიბით, სადაც ფული გიდევთ ან უბრალოდ საფულეში ჩადებთ ან კიდევ დადებთ ფულთან ერთად, ის აუცილებლად მოიზიდავს ფულს.

დაფნა (LAUREL, ЛАВР) - ანტიკურ საბერძნეთში დაფნის გვირგვინით აჯილდოვებდნენ გამარჯვებულებს. მას აქვს დამცველობითი თვისება, ასევე გამოიყენება სულიერი წმენდის რიტუალებში. ასევე შეგიძლიათ დაწეროთ სურვილი დაფნის ფორთოლზე და დაწვათ ის.

კედარი (CEDAR, КЕДР) - ხელს უწყობს მალე გამოჯამრთელებას. მას ასევე ამატებენ სამკურნალო თილისმების შემადგენლობაში. კედრის კვამლი (კმევა) კარგია ასევე შენობის გასაწმენდად ნეგატივისგან. შეინახეთ სახშლში ეს მცენარე, მას შეუძლია შეგიმსუბუქოთ ცხოვრებისეული დარტყმები და დაგიცვათ მაგიური თვალსაზრისით.

დარიჩინი (CINNAMON, КОРИЦА) - უმატებენ ფულის, სიყვარულის, სექსის, გამოსაჯამრთელებელ, დამცავა და ენერგეტიკულ თილისმების შემადგენლობას. ასევე ფართოდ გამოიყენება დარიჩინის არომატი (ეთერზეთი, სურნელოვანი ჩხირი) არომათერაპიისთვის და ძალიან პოპულარულია კულინარიულ მაგიაშიც.

დრაცენა (Dracaena, ДРАЦЕНА) - ამ მცენარის ფისს „დრაკონის სისხლს“ ეძახიან. გამოიყენება, როგორც დასაცავად, ისე გასაწმენდად. კარგია სიყვარულის და გამართლების მოსაზიდად.

საკმეველი (ЛАДАН) - მისი ფისის დაწვით იწმინდება სივრცითი ადგილები და შენობები, ასევე კარგია ვნების დასაცხრომად და სიმშვიდის მოსაპოვებლად.

ნიორი (GARLIC, ЧЕСНОК) - სახლი, რომ ნეგატიური ენერგიისგან გაწმინდოთ, ამისთვის საჭიროა ნივრის კბილები მიმოფნატოთ ოთახებში, დილით კი გადაყაროთ ისინი. ერთი თავი ნიორი კი მუდამ გქონდეთ კარების ზემოთ ან სადმე კარებთან მიმალულ ადგილას, რათა სახლი დაიცვათ ქურდებისგან და არასასურველი სტუმრებისგან.

ღვია (JUNIPER, МОЖЖЕВЕЛЬНИК) - ამ მცენარის ნაყოფი გამოიყენება სამკურნალო და გამაჯანსაღებელ მაგიაში. ამასთან ის განდევნის „ავ სულებს“ და ყველა ნეგატიურ არსებებს. ფართოდ გამოიყენება წმენდის და დაცვის აქტიურ რიტულებში.

პაჩული (patchouli, ПАЧУЛИ) - ეს ინდური მცენარე ძალიან პოპულარულია ფულის მაგიაში. ასევე გამოიყენება, როგორც აფროდიაზიკი (ეთერზეთის სახით) საწინააღდეგო სქესის მოსაზიდად.

ვარდი (Rose, РОЗА) - ვარდის ფურცლებს ამატებენ აბაზანაში სიყვარულის მოსაზიდად, ასევე სასიყვარულო თილისმებში, ორგანიზმის გამოსაჯამრთელებელ ამულეტებში. ვარდს დებენ ბალიშის ქვეშ სასიამოვნო სიზმრების მოსაზიდად. ამასთან ვარდს შეუძლია მოგიტანოთ წარმატება და დაგიცვათ ენერგეტიკულად.

როზმარინი (ROSEMARY, РОЗМАРИН) - ეს არის სხვა ნებისმიერი მცენარის უნივერსალური შემცვლელი მრავალინგრედიენტიან რეცეპტში. ყველაზე ხშირად გამოიყენება წმენდის და დაცვის დროს, ასევე კარგია სიყვარულის თილისმისთვის.

სანდალი (SANDAL, САНДАЛ) - ერთერთი ყველაზე ცნობილი მცენარე მედიტაციურ პრაქტიკებში, რომელიც ხელს უწყობს სულიერ ზრდას, ინტუიციის ამაღლებას და წმენდას. ყველაზე ხშირად გამოიყენება საკმევლის (ჩხირების) სახით.

ფარსმანდუკი (Achillea millefolium,ТЫСЯЧЕЛИСТНИК) - ის ერთრთია იმ მცირე რაოდენობის მცენარეებს შორის, რომელიც ენერგეტიკულად დაკავშირებულია არამხოლოდ სიყვარულთან, არამედ ბედნიერ ქორწინებსათანაც. გამოიყენება, როგორც საკმევლის (ჩხირების), ასევე ეთრეზეთის სახით. შეგიძლიათ გამოიყენოთ სითამამის და თავდაჯერებულობის ასამაღლებლად.

N.G. (с) . კანინგემისიმართლე ბალახების მაგიის შესახებ

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100