ზუგდიდში გაუჩინარებული 14 წლის გოგონა თბილისში იპოვეს - გავრცელებული ინფორმაციით, 14 და 18 წლის გოგონები თბილისში იმიტომ გაიპარნენ, რომ ერთმანეთი უყვართ
14 წლის გოგონა, რომელსაც ზუგდიდში ოჯახი ეძებდა, ნაპოვნია. აღნიშნული ინფორმაცია დრონი.ჯი-ს ოჯახის ახლობელმა
დაუდასტურა, თუმცა დამატებითი დეტალების თქმისგან თავი შეიკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაუჩინარებული
არასრულწლოვანის სრულწლოვანმა 18 წლის
მეგობარმა გოგონამ,
გაუჩინარებულის დედას დაურეკა და უთხრა, რომ ისინი ერთად გაიპარნენ და ისიც განუცხადა, რომ ერთმანეთი
უყვართ.
შს
სამინისტროში
კომენტას არ აკეთებენ. მათი თქმით, სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ
14 წლის მოზარდი მაღაზიაში
დასთან ერთად ჩავიდა, საიდანაც გაუჩინარდა.
კომენტარი