მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ
დემირელის კოლეჯის მენეჯერს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს და მისი ოჯახის წევრებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სამინისტროს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გასაჩივრება.
შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით 24 მაისს დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ მმართველს, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა 25 მაისს შეუფარდა.
კომენტარი