მკვლელობა ზუგდიდში - 40 წლამდე მამაკაცი მეზობელომა ცივი იარაღით მოკლა
ზუგდიდში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. იგი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი ჭრილობებით გუშინ შეიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილს ჭრილობები ყელისა და კუნთების არეში აღენიშნებოდა. მედიკოსების განმარტებით, დაჭრილს სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობები ჰქონდა და შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით სასიკვდილოდ მეზობელმა დაჭრა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გუშინ ღამით ერთი პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რომელიც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარი