სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიშა, შენს გვერდით ვიყავი, ვარ და ვიქნები, მაგრამ შენი ჯანმრთელობა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია - მიხეილ სააკაშვილის ძმის მიმართვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, რუსთავის ციხესთან მიმდებარე აქციიდან მისი ძმა, დავით სააკაშვილი მიმართავს და სთხოვს, შიმშილობა შეწყვიტოს.

"მიშა, მოგმართავ, იქნებ ცოტა ხნით მაინც შევაჩეროთ, ან მკურნალობას მივხედოთ ცოტა ხანი. შენ გვერდზე ვიყავი, ვარ და ვიქნები ბოლომდე, მაგრამ შენი ჯანმრთელობაა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი",-თქვა დათო სააკაშვილმა.

ამ წუთებში რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა თქვა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100