სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის ელჩი სერბიაში ბელგრადის ფორუმზე აყვირდა (ვიდეო)

იმით აღშფოთებულმა, რომ ბელგრადში მიმდინარე რეგიონალური უსაფრთხოების ფორუმის მიონაწილეები უარს ამბობდნენ კოსოვოში მიმდინარე მოვლენების განხილვაზე, სერბეთში რუსეთის ელჩმა, ალექსანდრე კონუზინმა ფორუმი დატოვა.

„გაოცებული ვარ. ნუთუ არავინ არის დარბაზში სერბი, რომელიც საკუთარი თანამემამულეების ბედით აღელდება იმის გამო, რომ კოსოვოელ მებაჟეებს ჩრდილოეთ კოსოვოში უპირებენ შეყვანას?“ – იკითხა ელჩმა.

რუსეთის ელჩი დარბაზის შუაგულში, მიკროფონით ხელში გამოვიდა და პრეტენზიებს დიპლომატისთვის შეუფერებლად მაღალ ტონში გამოთქვამდა, ხოლო მას შემდეგ, რაც დარბაზიდან უპასუხეს, რომ მისთვის საინტერესო საკითხზე შეკითხვები აღარ ჰქონდათ, კონუზინმა მადლობა გადაიხადა, დისტანციური მიკროფონი იქვე მიაგდო და ფორუმი დატოვა. სხვადასხვა მედიასაშუალებებმა აღნიშნული ფაქტი უკვე შეაფასეს, როგორც სკანდალი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100