სომეხი ტურისტები ბათუმში სამების ეკლესიის წინამძღვრის შეურაცხყოფისთვის დააკავეს
სომხეთიდან ჩამოსულმა ტურისტებმა სამების ტაძრის წინამძღვარს მამა გიორგის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინცინდენტი ბაქოსა და მანთაშევის ქუჩების კვეთაზე მოხდა, როცა წინამძღვარი ავტომანქანით ძმასთან ერთად პატრიარქის დასახვედრად მიემგზავრებოდა.
ფაქტს ჩოხოსანთა საზოგადოების ხელმძღვანელი თენგიზ თავდგირიძე შეესწრო. იგი მომხდარს ამაზრზენს უწოდებს და სასულიერო პირისთვის შეურაცხყოფის მიყენებას გმობს.
ოთხივე ტურისტი პოლიციამ იმავე დღესვე დააკავა. სომხეთის მოქალაქეები ამჟამად სასჯელს ხულიგნობის მუხლით ბათუმის #3 საპყრობილეში იხდიან.
მომხდართან დაკავშირებით მამა გიორგი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. მომხდარს კონტროლს სომხეთის საკონსულო უწევს, თუმცა ამ საკითხზე საუბარი არც გარიკ კისრაელიანმა ისურვა. ამ ეტაპზე განმარტებებისგან თავს იკავებს სომხური ეკლესიის წინამძღვარიც.
კომენტარი