თბილისის ზღვაზე კომპანია ტრანსპორტერის საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა
თბილისის ზღვაზე, იახტ კლუბში La Cote კომპანია ტრანსპორტერის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა, რომლის მიზანი იყო პრეზენტაციის და ტესტ დრაივის მეშვეობით ახლოს გაეცნოს მომხმარებელს BRP-ის, Kawasaki-ს, JOBE-ს და Quicksilver-ის რეკრეაციულ-უტილიტარული ტექნიკა.
კერძოდ კვადროციკლები, ბაგის ტიპის ავტომობილები, წყლის სკუტერები, მოტოციკლები, კატერები და წყლის სპორტის აღჭურვილობა. ღონისძიებას ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო, ასევე სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კომპანიის მომხმარებლები და საპატიო სტუმრები.
რეკრეაციული ტექნიკის ბაზრის განვითარება საქართველოში პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმის განვითარებასთან და ტურისტების ნაკადის ზრდასთან, რაც მნიშვნელოვნად თვალშისაცემია ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში. თანამედროვე ტურიზმი წარმოუდგენელია ისეთი მომსახურებების გარეშე, როგორებიც არის: კვადროციკლებისა და თოვლმავლების ტურები, წყლის სკუტერები, წყლის თხილამურები, კატერით გასეირნება და სხვა.
კომპანია ტრანსპორტერი თავისი პროდუქციით ხელს უწყობს ტურისტების ხარისხიანად, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით მომსახურებას და საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებას. რეკრეაციული ტექნიკა თავის მხრივ იძლევა საშუალებას მცირე მეწარმეებმა თუ სასტუმროებმა შეიქმნან დამატებითი შემოსავალი და ამავდროულად გაზარდონ საკუთარი ობიექტების და რეგიონების მიმზიდველობა.
კომენტარი