თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა, დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდება
დღეიდან სასწავლო პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა სამი ქალაქის - თბილისის, ქუთაისის და რუსთავის, ონლაინ რეჟიმიდან სკოლებში გადაინაცვლებს. ამ სამ ქალაქში კვლავ შემოწმდება ეპიდსიტუაცია და მხოლოდ შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში პირველ მარტამდე.
ამასთან, სკოლებში, სადაც დღეიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება, მშობლები დისტანციურსა და დასწრებით სწავლას შორის არჩევანის გაკეთებას შეძლებენ. ყველა სკოლაში, სადაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გადაინაცვლებს, მოხდება მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20 პროცენტის სავალდებულო, სისტემატური ტესტირება ორ კვირაში ერთხელ.
საბავშო ბაღებში, პროფესიულ სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის აღდგენა 1-ლი მარტიდან იგეგმება.
კომენტარი