NDI - გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორტონი აცხადებს, ეს ბოლო ათი წლის მანძილზე, აღნიშნულ საკითხზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30 % თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 18% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
დღეს NDI-მ საზოგადოების განწყობის მორიგი კვლევის პირველი ნაწილი გამოაქვეყნა.
გამოკითხვა 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 2132 ადამიანი.
საშუალო ცდომილების ზღვარი 1.7%-ია.
კომენტარი