სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საპატრიარქოს ტელევიზიის ხელმძღვანელობიდან გადაყენებულმა მეუფე პეტრემ სინოდის სხდომა დატოვა

მეუფე პეტრემ სინოდის სხდომა დატოვა. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი საპატრიარქოდან მარტო გამოვიდა და ჟურნალისტებთან იმ საკითხებზე და გადაწყვეტილებებზე ილაპარაკა რომელიც მღვდელმთავრებმა მიიღეს. ე.წ. ციანიდის ხმაურიანი საქმის შემდეგ სინოდი დღეს პირველად შეიკრიბა.

მეუფე პეტრემ პირველმა დატოვა სინოდის სხდომა. მღვდელმთავრების გადაწყვეტილებით მეუფე პეტრეს საპატრიარქოს ტელევიზიის მართვის უფლება ჩამოერთვა. ის ამას მის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირებს.

„გამათავისუფლეს ტელევიზიის დირექტორის ადგილიდან. როგორც სულ ვამბობ, მირჩევია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილით გავმართლდე. მე ვფიქრობ, რომ ეს მიკერძოებული იყო სამართალი და მიმაჩნია, რომ ამ არსებულ პრობლემებში ჩემი საკითხის დაყენება არ იყო მთავარი პრობლემა,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

სხდომაზე მამა გიორგი მამალაძისთვის ჯვრის აყრის საკითხზეც უნდა ემსჯელათ. სავარაუდოდ, მამა გიორგის მღვდლობის უფლებას ჩამოართმევენ.

კრებიდან გამოსული მღვდელმთავრების თქმით, საპატრიარქოს წარმომადგენელი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100