სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის წინააღმდეგ

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სხვა „მარგალიტებთან“ ერთად, ივანიშვილმა ქუთაისში პარლამენტის გადატანის თემასთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება. აღმოჩნდა, რომ „რეგიონების განვითარების მომხრე“ ოლიგარქი ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის და საკანონმდებლო ორგანოს იქ განთავსების წინააღმდეგია და საამისოდ სრულიად აბსურდული „არგუმენტები“ მოჰყავს.

როგორც გაირკვა, „დიდ“ პოლიტიკოსს და ბიზნესმენს წარმოდგენა არ აქვს, თუ როგორ განავითარებს ქუთაისს პარლამენტი და იქვე ირწმუნება, რომ „ამას აბსოლუტურად უკუშედეგები ექნება“. ალბათ ყველაზე თამამი ფანტაზიის მქონესაც გაუჭირდება იმის გარკვევა, თუ რა იგულისხმა ივანიშვილმა „უკუშედეგებში“. თავად ოლიგარქმა კი საკუთარი მოსაზრება ფრიად კურიოზული ფაქტორებით ახსნა. კერძოდ, ივანიშვილი აგდებულად ეკიდება იმ ფაქტს, რომ პარლამენტში „სადღაც ასი ადამიანი შეიძლება დასაქმდეს“. მისი აზრით, იმდენივე თბილისში დაკარგავს სამუშაოს. ოლიგარქი დეპუტატების გადაადგილების პრობლემითაც შეწუხებულა და საზოგადოებას „შეშფოთებით“ მიმართავს: „ როგორ წარმოგიდგენიათ დეპუტატების მოძრაობა წინ და უკან ამხელა გზაზე? ეს გაზრდის მათ ხარჯებს“.

ამ ყველაფერს კი ჩვეული, აბსტრქციით გაჯერებული რიტორიკა მოჰყვა. საბოლოოდ, მაინც გაურკვევლი დარჩა, რა აქვს ივანიშვილს ქუთაისის საწინააღმდეგო, თუმცა, თუ მის პოლიტიკურ გამოსვლებს გავითვალისწინებთ, ასეთი გაურკვევლობები და ლაფსუსები, უკვე გასაკვირიც აღარ არის და ის ოლიგარქის მწირი პოლიტბიოგრაფიის ჩვეულებრივ და ლოგიკურ შტრიხად იქცა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100