სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, ურთიერთობა, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა. ზოგიერთი გადაწყვეტს სამსახურის, საცხოვრებლის შეცვლას.

კურო
დღეს შეიძლება დასრულდეს საქმეები, პროცესები, რომლებიც რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. მოერიდეთ გადაღლას, კონფლიქტს ოჯახის წევრებთან.

ტყუპი
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებისთვის. აკონტროლეთ სიტუაცია, საქმეები. საღამო ბავშვებთან და საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
დღეს გააზრებულად და ენერგიულად უნდა იმოქმედოთ. ნუ აჰყვებით ემოციებს. მეტი დაკვირვება გმართებთ ფინანსური და საყოფაცხოვრებო საკითხებოსადმი.

ლომი
დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ ლიდერის თვისებები და მიიქციოთ გავლენიანი ადამიანების ყურადღება. აკონტროლეთ იურიდიული, ტექნიკური და სამშენებლო საკითები.

ქალწული
სიფრთხილე მოგეთხოვებათ ყველაფერში, მუშაობაშიც, მგზავრობაშიც, ტექნიკასთან შეხებისას. ექსპერიმენტების დღე არაა. ზოგიერთს განმარტოება მოუნდება.

სასწორი
საკუთარ საქმეებსაც მოაგვარებთ და კოლეგებსაც დაეხმარებით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. საღამო ბავშვებთან ან მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
პრობლემებთან, საქმეებთან მარტოს გამკლავება გაგიჭირდებათ, დაიხმარეთ ერთგული მოკავშირეები. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, სანამ ძველებს არ დაასრულებთ.

მშვილდოსანი
ნუ იაქტიურებთ, ყოველდღიური საქმეები მოაგვარეთ, მეტად დაისვენეთ. გადახედეთ თქვენს ურთიერთობას ავტორიტეტულ პირებთან, უცხოელ პარტნიორებთან.

თხის რქა

მშვიდი საქმეები აკეთეთ. ნუ გადაიღლებით, ნურც ფიზიკურად და ნურც ემოციურად. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა უცხოელ ნათესავებთან, საქმიან პარტნიორებთან. თუ ვინმესთან ურთიერთობის აღდგენა გსურთ, დღეს იაქტიურეთ. დაეხმარეთ ხალხს საქმით და არა სიტყვით.

თევზები
მაქსიმალურ ენერგიას მოითხოვს რუტინული საქმეები. მეტი ყურადღება მიაქციეთ შეზღუდვებს, აკრძალვებს. მოერიდეთ სარისკო ქმედებებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100