ფოთიდან იაშვილის კლინიკაში, მოწამვლის სიმპტომებით მეორე, 9 წლის ბავშვიც გადმოიყვანეს
იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში, ფოთიდან, 5 წლის გოგონას შემდეგ, იგივე სიმპტომებით, 9 წლის ბიჭიც მოათავსეს.
როგორც იაშვილის კლინიკაში აცხადებენ, სამედიცინო დაწესებულებაში 9 წლის მოზარდი რამდენიმე წუთის წინ მოათავსეს და მასაც იგივე სიმპტომები აღენიშნება, როგორიც 5 წლის გოგონას.
სავარაუდოდ, 9 წლის ბიჭმა, ტკბილეულთან ერთად, ქიმიური საწმენდი ნივთიერება „კროტი“ შეჭამა.
ფოთიდან გადმოყვანილი ორივე მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობს.
შეგახსენებთ,
რომ 5 წლის გოგონა ფოთიდან, იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, ბებიამ ექვსი წლის შვილიშვილისთვის „ბევრილი ჯგუფის“ მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, თუმცა გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება „კროტის“ გრანულები მიჰყიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
განცხადებით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით).
კომენტარი