სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტობუსის მძღოლმა 390 ათასი ევრო იპოვა

პატიოსანი მძღოლი ვენაში, ავტობუსის მძღოლმა სახელად ვოლფგანგი 390 ათასი ევრო იპოვა და პოლიციას გადასცა.

ვოლფგანგმა ფულით სავსე ჩანთა ჩანთა ავტობუსის უკანა სავარძელზე დღის ბოლოს აღმოაჩინა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა ფულის მფლობელი ქალბატონის ვინაობა ჩანთაში 390 ათას ევროსთან ერთად დატოვებული საბუთების მეშვეობით დაადგინეს. როგორც აღმოჩნდა ვოლფგანგის ავტობუსში ფული მოხუც ქალბატონს დარჩა, ნაპოვნი 390 ათასი პენსიონერის დანაზოგი გახლდათ, რომელსაც ქალი მთელი ცხოვრება აგროვებდა.

გადაუხადა თუ არა ფულის მპოვნელს მადლობა პენსიონერმა ქალბატონმა მედიისთვის უცნობია, თუმცა პოლიციელების მხრიდან ვოლფგანგმა დიდი ქება დაიმსახურა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100