ლიბიაში მოკლეს ჟურნალისტი ქალი, რომელიც კადაფის დროს ეთერში შეიარაღებული გადიოდა (ვიდეო)
ტრიპოლის ციხეში ტელეწამყვანი გალია ალ-მისრატი მოკლეს, რომლის პროფესიონალიზმს უდიდეს შეფასებას აძლევდა ლიბიის ყოფილი ლიდერი მაუამარ კადაფი. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული ტელეკომპანია "ალ-არაბია" ავრცელებს.
გარდაცვლილი ჟურნალისტის ახლობლების თქმით, გალია ალ-მისრატის მკვლელობის მიზეზი მისი დამოკიდებულება კადაფს მიმართ და გამარჯვებული აჯანყებულებისადმი ნეგატიური პოზიცია გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი თავის პოზიციას არასდროს მალავდა და ლიბიის ახალ ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებდა. ამასთან, გალია ალ-მისრატმა კადაფის მოკვლის შემდეგ განაცხადა, რომ ლიბიის ლიდერის სიკვდილისთვის ის შურს იძიებდა.
განსაკუთრებული გამოსვლა მას გასული წლის აგვისტოში ჰქონდა, როდესაც ტრიპოლს აჯანყებულებმა ალყა შემოარტყეს, ალ-მისრატი ტელეკომპანია "Libiyah TV" პირდაპირ ეთერში იარაღით ხელში გამოვიდა და განაცხადა, რომ "მოკლვდა ნებისმიერს, რომელიც ტელეკომპანიის აღებას შეეცდებოდა ან თვითონ მოკვდებოდა".
ლიბიელი აჯნყებულბის მიერ ტრიპოლის აღების შემდეგ კი გავრცლდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი ოპოზიციას ტყვედ ჩაუვარდა, რომელიც ტრიპოლის ციხეში გადაიყვანეს, სადაც ალ-მისრატი წამებისა და სექსულური ძალდობის მსხვერპლი გახდა.
გალია ალ-მისრატი ბოლოს გასული წლის 30 დეკემბერს გამოჩნდა ეთერში, რომელიც ჩუმად იჯდა, ხელში ფურცელი ეკავა, მასზე კი თარიღი – 30.12.2011 ეწერა. ქალს სახეზე წამების კვალი ეტყობოდა. გავრცელებული ინფორმაციით, კადაფის საყვარელ ჟურნალისტს ენა ჰქონდა ამოჭრილი.
ტელეეთერში მისი ბოლო გამოჩენიდან, ჟურნალისტის ადგილსამყოფელი არავინ იცოდა, თუმცა ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ციხეში საკუთარ საკანში მოკლეს.
წყაროს ინფორმაციით, გალია ალ-მისრატი 17 თებერვალს ლიბიაში მუმარ კადაფის ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციის გამოსვლების წლისთავს "შესწირეს".
ლიბიის დღევანდელი ხელისუფლება ცნობილი ლიბიელი ჟურნალისტის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.
კომენტარი