თბილისში კია სორენტოს ახალი 2015 წლის მოდელის პრეზენტაცია გაიმართება
დღეს „თბილისი ივენთ ჰოლში“ კია მოტორს ჯორჯია 7 ადგილიანი ქროსოვერის– სორენტოს ახალი 2015 წლის მოდელის პრეზენტაციას გამართავს. მოდელის დებიუტი 2014 წლის პარიზის ავტოშოუზე შედგა, საქართველოს ავტოსალონი კი გახდება პირველი ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან, რომელის მომხმარებელიც ახალი სორენტოს შეძენას უკვე 12 დეკემბრიდან შეძლებს, დანარჩენ ქვეყნებში კი მოდელის გაყიდვა 2015 წლიდან დაიწყება.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება მესამე თაობის სორენტო, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით, პრემიუმ კლასის ინტერიერით და კომფორტით.
ახალი სორენტო მომხმარებელს სთავაზობს ოფციების მრავალფეროვან არჩევანს, მისი გაძლიერებული კორპუსის სტრუქტურა უზრუნველყოფს მაღალი დონის უსაფრთხოებას. მოდელი პოზიციონირებულია ბაზარზე როგორც იდეალური, მოქნილი კროსოვერი საუკეთესო გამავლობით. სორენტო თავის კლასში ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო მოდელია, მან ქრაშ ტესტებში უკვე აიღო 5 ვარსკვლავი, როგორც მგზავრის ისე ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხოებაში. კია მოტორს ჯორჯიას მომხმარებელებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ როგორც ბენზინის ისე დიზელის რამოდენიმე ტიპის ძრავზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის: 224 01 01, 577 54 00 15, [email protected]
კომენტარი