„მიპასუხონ ვირთხებმა“ - პოსტი, რომლითაც ზურა სალუქვაძემ ბევრის სათქმელი თქვა
პოეტი ზურა სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოლიტიკურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
“დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი"
ასე ვართ ჩვენც, ვერ გაგვაქვს ჩვენი სიმართლე ამ ბოროტების იმპერიასთან, მაგრამ ამაზე დიდი ტრაგედია ისაა რომ ამ ჩვენს პატარა სამშობლოში არსებობენ ადამიანები რომლებსაც სჯერავთ და სწამთ რომ "პატარა კაცი" არის მტყუანი და "დიდი კაცი" არის მართალი. რაში ვართ მტყუანები რუსებთან მიპასუხოს ერთი რომელიმე ვირთხამ რომელიც გაიძახის რომ ჩვენ დავაშავეთ რუსებთან, უკრაინელებმა დააშავეს რუსებთან, ბალტიისპირელებმა დააშავეს რუსებთან, პოლონელებმა დააშავეს რუსებთან და კიდევ ბევრი....
ეს არის იმპერია რომელიც ჩექმით მოდის და ცდილობს გადაგთელოს თუ ფეხქვეშ არ გაეგები მას, ამავდროულად კი რამდენიმე "ქართველი" ხელის ბიჭი, რომელიც ჯიბეს ითბობს ამ ნაგავი იმპერიიდან, გულმოდგინედ გვიმტკიცებს რომ რუსეთი კარგი ბიძიაა და ყურს რომ აგვიწევს უნდა გაგვიხარდეს რადგან ჩვენთვის კარგი უნდა და ჭკუას გვასწავლის, თავში თუ ჩაგვარტყამს... თავი უნდა დავხაროთ, მებრძოლებს თუ დაგვიხოცავს და ტერიტორიებს თუ აგვახევს... პირში წყალი უნდა ჩავიგუბოთ. აი ასეთი დედამოტყნული ქართველების არსებობაა პრობლემა რომლებიც დღეს საქართველოში გამოდიან და 2008 წელს დაღუპულ რუს ჯარისკაცების ხსოვნას ფეხზე უდგებიან, მაშინ როდესაც ძმათა სასაფლაოზე არც კი არიან ალბათ ნამყოფები
როგორ მაბოროტებს ასეთი ნაძირლების არსებობა !!!!
არაფერი ისეთ სიამოვნებას არ მომანიჭებს დღეს როგორც იმის ნახვა თუ როგორ ლპება და იშლება რუსეთის იმპერია (პლიუს მათთან ერთად იმ ნაბიჭვარი ქართველების ამოლპობაც მომანიჭებდა სიამოვნებას ვინც მტერს ტრაკზე კოცნის თავისი პირადი ფუფუნების გამო) ან მინიმუმ ის, თუ როგორ მოდის ნორმალური ხელისუფლება რუსეთის სათავეში !!!
ამხელა ზიზღი თუ შემეძლო არ მეგონა მართლა მაქვს და ვწუხვარ რომ მაქვს მაგრამ როცა სამშობლოს მართმევენ და სულში მაფურთხებენ ვხვდები რომ მათ მე სიყვარულით ვერ ვუპასუხებ!!!” – წერს სალუქვაძე
კომენტარი