წითელი ცირკულარით ძებნილი 82 წლის ასლან აბაშიძე, რომელსაც მზარეულმა შვილი გაუჩინა, მოსკოვში თანანმდებობაზე დანიშნეს
აჭარის ავტონომიის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე უკვე 82 წლისაა და მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს, მოსკოვში დაასაქმეს – ამის შესახებ რუსულ პრესაზე დაყრდნობით „ფორტუნა“ იუწყება.
რუსული მედიის ცნობით, ასლან აბაშიძე ამჟამად სააქციო საზოგადოება „ლეგენდას“ ხელმძღვანელობს, რომლის სათაო ოფისი მოსკოვში, ზვენიგოროდსკის ქუჩაზე მდებარეობს.
ასლან აბაშიძე ერთ-ერთია ყველაზე ხანდაზმულ საერთაშორისო ძებნილთა შორის.
აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2004 წლიდან იძებნება.
ის საქართველოდან აჭარის რევოლუციის დროს 2004 წლის 6 მაისს გაიქცა.
2005 წელს საქართველოს ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა. აჭარის ყოფილი მეთაურის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლით წარიმართა. მას ბრალი ედებოდა ტერორიზმში, უფლებამოსილების გადამეტებაში, გამომძალვაში, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შენახვაში.
აჭარის ყოფილ მმართველის პირადი ცხოვრება შეიძლება ბევრ მამაკაცს შეშურდეს.
ასლან აბაშიძემ საყვარელ ქალზე 2019 წელს იქორწინა, როდესაც 81 წლის იყო.
აბაშიძის რჩეული მისი ოჯახის ყოფილი მზარეული ანაიდა ოვაკუმიანია, რომელიც ამჟამად 49 წლისაა.
ასლან აბაშიძემ წარმოშობით სომეხი ქალბატონი ჯერ კიდევ ბათუმში გაიცნო, ხოლო საქართველოდან მოსკოვში წასვლისას თან წაიყვანა.
წყვილს 2017 წლის 5 აპრილს ვაჟი – ალექსანდრე შეეძინა.
ასლან აბაშიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი – გიორგი და დიანა ჰყავს.
ბევრს საუბრობდნენ გიორგი აბაშიძის ბობოქარ პირად ცხოვრებაზე, თუმცა, როგორც ამბობენ, საბოლოოდ ყველაფერი დალაგდა. მან ულამაზეს სალომე ბაჯელიძეზე ორჯერ იქორწინა, 11-წლიანი შუალედით.
წყვილს 2016 წელს ტყუპი გოგონა შეეძინა.
კომენტარი