სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიგა ბოკერია: პრემიერმა ივანიშვილმა საკუთარი ამოცანები შოკისმომგვრელი პირდაპირობით გვითხრა

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებებს „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით და ამ განცხადებებს „შოკისმომგვრელი უწოდა:

„ჩვენ მოვისმინეთ შოკისმომგვრელი, გულწრფელი აღიარება საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. დღეს გაირკვა, რომ მთელი ის საუბრები, თითქოს იქ ტარდება შემოწმება, ყალბი იყო, რაც ბევრისთვის ისედაც ნათელი გახლდათ.

აქამდეც იყო განცხადებები, რომლებიც ამაზე მიუთითებდნენ, მაგრამ დღეს ითქვა პირდაპირ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ მოსწონს პრემიერ ივანიშვილს და სურს ამ არხის შერწყმა საკუთარ, პირად ტელევიზიასთან, „მეცხრე არხთან“, რომელიც, ყველამ იცის, რომ იყო მისი პოლიტიკური პარტიული პროპაგანდის ორგანო.

შეიძლება ვინმე ამაში შემედავოს და ჰქონდეს ჩემგან განსხვავებული აზრი, მაგრამ ამასი არ არის საქმე: საქმე იმაშია, როგორ შოკისმომგვრელად პირდაპირ გვეუბნება პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი საკუთარი ამოცანების და ამ ამოცანების მოტივების შესახებ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100