ორთაჭალაში შეიარაღებული პირი მძღოლს გადაუდგა და იარაღით ემუქრებოდა - შეშინებული მგზავრისა და შსს-ს კომენტარი დრონი-ჯის
ამ დილით ორთაჭალაში შეიარაღებული მამაკაცი რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსს გადაუდგა და მძღოლს იარაღით ემუქრებოდა. ამის შესახებ ფეისბუქზე ჟურნალისტი მზევინარ ხუციშვილი წერს:
„კითხვებს უკვე აღარ ვსვამ. არც აზრი აქვს და ამ კითხვებზე პასუხებიც, დიდი ხანია ვიცი. მაგრამ, დილით შენთვის სამსახურში რომ მიდიხარ, სავსე სამარშუტო ტაქს ვიღაც, არანორმალური იარაღით რომ გადაუდგება, მძღოლს აგინებს, იარაღს შუბლზე მიადებს, მხოლოდ იმიტომ რომ, ის გზის ერთი ზოლიდან, მეორე ზოლში გადავიდა, დამოუკიდებლობის კი არა, შეშლილების დღე უნდა აღნიშნოს ამ ქვეყანამ...“
- დრონი. ჯი ჯურნალისტს გაესაუბრა. მზევინარი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ შემთხვევა ორთაჭალის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
„ისე შეგვეშინდა მგზავრებს, რომ ხმის ამოღება ვერავინ გაბედა, ვყვიროდი და ისიც ვერ მოვიფიქრეთ პატრულისთვის დაგვერეკა. ჯერ კიდევ ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან. რა მოხდა შემდეგ ან დააკავეს თუ არა შეიარაღებული პირი არ ვიცი“- აცხადებს ჟურნალისტი.
- ჩვენ დავუკავშირდით შსს-ს.
უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ ცხელ კვალზე დააკავა ერთი პირი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და გამოძიება მიმდინარეობს 236-ე მუხლით, რაც იარაღის უკანონოდ შეძენა-ტარებას გულისხმობს.
კომენტარი