სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის“ - გერმანიის ელჩი საქართველოში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საქართველოში გერმანიის ელჩს ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

თამარ ჟვანიამ ელჩს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო. მან დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ჰუბერტ ქნირშს ამ დროისთვის არსებული საარჩევნო დავების განხილვის პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში გრძელდება გადათვლის პროცესი საუბნო შემაჯამებელი ოქმების მონაცემების გადამოწმებისა და დაზუსტების მიზნით. თამარ ჟვანიამ, ასევე ისაუბრა იმ განვითარებული პროცესების შესახებ, რომელიც სააარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ხრციელდება, მათ შორის არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები და ელჩს სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემები გააცნო.

გერმანიის ელჩმა შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება მთლიანი რეგიონისთვის არის მნიშვნელოვანი, - „ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს, აღნიშნა ჰუბერტ ქნირშმა. მისივე განმარტებით, აუცილებელია, ყველა მხარემ საკუთარი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100