სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შტატებმა საკრებულოს ყოფილი წევრის, მარიკა დარჩიას სიძე დაასანქცირა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს საკრებულოს ყოფილი წევრის, მარიკა დარჩიას სიძე, ალექსანდრე ორლოვი დაასანქცირა - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომლის მიხედვითაც, ამერიკამ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციები გააფართოვა.

ალექსანდრე ორლოვი, რომელსაც შვეიცარიისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს, წლების განმავლობაში რუსეთის მთავრობის მაღალი ღირებულების მქონე, უცხოეთში დამზადებულ ნახევარგამტარებთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების შესყიდვის ქსელში იყო ჩართული, რომელიც უკრაინაში შეჭრილ რუსულ ჯარს სამხედრო აღჭურვილობის კომპონენტებით ამარაგებდა.

ამერიკის შეერთებული შტატები სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ორლოფი ასევე ჩართული იყო სპეციალიზებული თერმული კამერების შესყიდვის სქემაში, რომელსაც რუსეთს აწვდიდა.

ცნობისთვის, ორლოვი ფლობს და ასევე ხელმძღვანელობს გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებულ კომპანია Alexandre Orloff Ltd, რომელიც, თავის მხრივ, ფლობს ჰონგ-კონგში დაფუძნებულ Zvigeni Technology Systems Limited და Dougong Trading Hong Kong Limited. ორლოვს ასევე დაარსებული აქვს საამიროებში დაფუძნებული შპს Digital Marketing Awards, რომლის მთავარი აღმასრულებელი დირექტორიც თავადვეა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100