სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმმა "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ევრიმაჟის დაფინანსება მოიპოვა

ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმმა "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ევრიმაჟის დაფინანსება მოიპოვა. ეს გადაწყვეტილება ევრიმაჟის ფონდის მენეჯმენტმა რიგით 142-ე სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას მიიღო და 13 მხატვრული და 3 დოკუმენტური ფილმის პროექტი დააფინანსა. მთლიანობაში ფონმდა ამ პროექტებსთვის 4,485,494 ევრო გამოყო.
საქართველო ევრიმაჟის ფონდს კინოცენტრის რამდენიმე წლიანი რთული მოლაპარაკებების შედეგად 2011 წელს შეუერთდა.ფონდში საქართველოს დღეს წარმოადგენს თამარ ტატიშვილი.
ევრიმაჟის დაფინანსებით უკვე შექმნილია ისეთი წარმატებული ქართული ფილმები როგორებიცაა, "მანდარინები", (ზაზა ურუშაძე), "სიმინდის კუნძული", (გიორგი ოვაშვილი) "ძმა” (თეონა და ტიერი გრენადე). ასევე საქართველოს მონაწილეობით შექმნილი ევროპული კოპროდუქციები "პრეზიდენტი” (მოჰსენ მაკმალბაფი), "ჩაიკა” (მიგელ ანხელ ხიმენესი), "გველის ნაკბენი” (ელდარ შენგელაია და რუსტამ იბრაგიმბეკოვი), "ეპიკი” (პაველ პავლიკოვსკი).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100