სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებული 4 პირი - გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კერატიშვილმა, რამდენიმე წუთის წინ, გამოაცხადა.

ცნობისთვის, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალდებულებს გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავებიან. ელგუჯა ცომაიას კი, ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში დახმარებისთვის

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100