საქართველოში დაბრუნებულთა რიცხვი იზრდება
ბოლო წლებში საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნებულ ადამიანთა რიცხვი მატების ტენდენციით გამოირჩევა.
ფგდფგდფგდფ
ფგდფგდფგდფ
ნებაყოფლობით დაბრუნების და რეინტეგრაციის პროგრამა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებს. ეს ქვეყნები დაბრუნების მსურველ მიგრანტებს გზის ხარჯებით უზრუნველყოფენ და თანხასაც აძლევენ, რათა სამშობლოში ადაპტაცია შეძლონ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია კი, მათ ამ თანხის ეფექტურად გამოყენებასა და დასაქმებაში ეხმარება.
ფგდფგდფგდფ
ფგდფგდფგდფ
სამშობლოში დაბრუნებულთა ბოლო წლების სტატისტიკა ასეთია:
2006 წელს ირლანდიიდან საქართველოში მხოლოდ 4-5 ადამიანი დაბრუნდა, წელს კი, მათი რიცხვი 93-მდე გაიზარდა. ეს დაბრუნებულთა რაოდენობის ყველაზე მკვეთრი მატებაა, შვეიცარიიდან დაბრუნდა 35 ადამიანი, ბრიტანეთიდან - 23.
ფგდფგდფგდფ
2006 წელს ირლანდიიდან საქართველოში მხოლოდ 4-5 ადამიანი დაბრუნდა, წელს კი, მათი რიცხვი 93-მდე გაიზარდა. ეს დაბრუნებულთა რაოდენობის ყველაზე მკვეთრი მატებაა, შვეიცარიიდან დაბრუნდა 35 ადამიანი, ბრიტანეთიდან - 23.
ფგდფგდფგდფ
ყველაზე მეტი მიგრანტი - 383 ადამიანი კი, პოლონეთიდან დაბრუნდა, გაორმაგებულია ბელგიიდან დაბრუნებულთა რიცხვიც და ის 56 შეადგენს.
ფგდფგდფგდფ
ფგდფგდფგდფ
გარკვეულწილად, ამის მიზეზი ისიცაა, რომ ევროპაში თავშესაფრის მიღება სულ უფრო რთული ხდება. ევროპაში არსებული კანონების მიხედვით, თავშესაფრის თხოვნაზე პირველი უარის მიღების შემდეგ, მიგრანტს შეუძლია გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება. გასაჩივრების პერიოდში კი, რომელიც ზოგჯერ 2-3 წლის განმავლობაშიც კი გრძელდება, იგი ადგილობრივი მთავრობისგან უფასო საცხოვრებელს და ფულად დახმარებას იღებს. ამ პერიოდში ბევრი ადამიანი სამსახურის დაწყებასაც კი ახერხებდა.
ფგდფგდფგდფ
ფგდფგდფგდფ
თუმცა, ევროპამ ეს ვადები მკვეთრად შეზღუდა და 2-3 წლის ნაცვლად სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნული პერიოდი 2-3 თვეს, ან მხოლოდ რამდენიმე კვირას მოიცავს. შესაბამისად, ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველთა რაოდენობაც იზრდება. რაც შეეხება კომპენსაციებს, ისინი ქვეყნების მიხედვით 600 ევროდან 4 000 დოლარამდე მერყეობს.
ფგდფგდფგდფ
ფგდფგდფგდფ
შედეგად, საბერძნეთში სამუშაოდ წასული ქართველების ნაწილი იძულებულია უკან დაბრუნდეს, ნაწილი კი მუშაობას განახევრებული ხელფასით აგრძელებს. ასევე მძიმე მდგომარეობაა ირლანდიაში, რომელმაც უკვე აღიარა, რომ იძულებულია ევროკავშირს და სავალუტო ფონდს დახმარების თხოვნით მიმართოს. ამ ქვეყანამ გასულ კვირაში საქართველოს 40-მდე მოქალაქის დეპორტაცია მოახდინა.
საბერძნეთმა, რომელიც სერიოზული ეკონომიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, უკვე გამოთქვა აღნიშნულ პროგრამაში ჩართვის სურვილი. პროგრამაში ასევე შესაძლოა ჩაერთონ ნორვეგია, ლატვია და ისრაელი.
ფგდფგდფგდფ
ფგდფგდფგდფ
საბერძნეთის კრიზისმა ქართველი შრომითი მიგრანტების ნაწილი უმუშევარი დატოვა. ქართველები საბერძნეთში ძირითადად ფაბრიკებში მუშებად და ოჯახებში დამლაგებლებად მუშაობდნენ. კრიზისის გამო საბერძნეთში საწარმოები თითქმის ყოველდღე იხურება, რაც სამუშაო ადგილებს მკვეთრად ამცირებს. შემოსავალი ადგილობრივ მოსახლეობასაც მკვეთრად შეუმცირდა. ამიტომ დამლაგებლის ან დამხმარის აყვანაზე უარს ამბობენ.
კომენტარი