რუსეთმა მოულოდნელი დანაკარგების გამო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში ჯარები შეიყვანა - ბრიტანული დაზვერვა
რუსეთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ძალების ნაწილს გადაანაწილებს უკრაინაზე შეტევის გასაძლიერებლად, რასაც თავდაპირველად, სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, არ გეგმავდა. ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ზე წერს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1200-დან 2000-მდე ჯარისკაცი უნდა იყოს ორგანიზებული სამი ბატალიონის ტაქტიკურ ჯგუფად. „ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა“, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ის იძულებული გახდა, მიეღო სასოწარკვეთილი ზომები უკრაინაში შეჭრის დროს მიღებული „მოულოდნელი დანაკარგების“ გამო“ - განაცხადა დეპარტამენტმა. „დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინაში მეტი იარაღის გაგზავნაზე - როგორიცაა უფრო გრძელი არტილერია, საბრძოლო მასალა და საზენიტო იარაღი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.
კომენტარი