ბიჭის გაჩენის სურვილით ზედიზედ ოთხჯერ გაკეთებული სელექციური აბორტი და გარდაცვლილი ქალი, რომელსაც ქმარი მიტოვებით ემუქრებოდა
აღმოსავლეთ ჩინეთში ქალი მეოთხე აბორტის შედეგად გარდაიცვალა. ერთი წლის განმავლობაში მან ზედიზედ ოთხი აბორტი გაიკეთა მხოლოდ იმიტომ, რომ ნაყოფი გოგონა იყო ოთხივე ჯერზე. აბორტების მიზეზი ქმრის მუქარა იყო - გარდაცვლილს მეუღლე მიტოვებით ემუქრებოდა, თუ ქალი მას გვარის გამგრძელებელს არ გაუჩენდა.
1979 წლიდან ჩინეთში არსებობდა სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესები „ ერთი ოჯახი - ერთი ბავშვი“. სულ ცოტა ხნის წინ კი წყვილებს მიეცათ უფლება ორი შვილი იყოლიონ.
გარდაცვლილსა და მის მეუღლეს პირველი გოგონა შეეძინათ და მამაკაცი სწორედ ამ მიზეზით მოითხოვდა ცოლისგან ბიჭის ყოლას, რადგან მესამე ვეღარ შეეძინებოდათ. მეოთხე აბორტის შემდეგ ქალი მართლაც მიატოვა მეუღლემ, რადგან ჩათვალა, რომ მას ბიჭის გაჩენა „არ შეეძლო“. რამდენიმე დღეში ახალგაზრდა ქალმა მუცლის ტკივილითა და სისუსტის ჩივილით მიმართა ადგილობრივ კლინიკას. მას შინაგანი სისხლდენა ჰქონდა დაწყებული და ექიმებმა ქალის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
რაც შეეხება გარდაცვლილის ყოფილ მეუღლეს, ის დიდად არც დამწუხრებულა ქალის სიკვდილით, რადგან ეძებს საცოლეს, რომელთანაც ბიჭი შეეძნება.
წყარო: life.ru
კომენტარი