სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმში #1 უბანზე პატრული გამოიძახეს

ბათუმში 69-ე ოლქის #1 უბანზე პატრული გამოიძახეს. როგორც უბნის თავმჯდომარე მაია ბლადაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" დამკვირვებელი ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს, რის გამოც პატრულო გამოიძახა.
"დილით, 8:00 საათზე პროცედურების დაცვით გავხსენით უბანი. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ფსიქოლოგიური ზეწოლას ახდენდა, ჩხუბით, ყვირილით ცდილობდა საარჩევნო პროცესის შეფერხებას. კომისიის საქმიანობაში ერეოდა და ხელს უშლიდა იმ პროცედურებს, რაც წინ გველოდებოდა. საათნახევარი გრძელდებოდა ეს და ბოლოს ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ამომრჩევლებზეც ახდენდა უკვე გავლენას და გამოვიძახე პოლიცია", - აღნიშნა მაია ბლადაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ამ საკითხზე ბრიფინგს გამართავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100